სოციალური პროექტი სკოლის ეზოში არსებულ
ზონებში ყვავილნარის გაშენება
პროექტშის ხელმძღვანელი
პედაგოგი- ქეთევან დავითური
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის საჯარო სკოლა
პროექტის მონაწილენი-VII –VIII-IX კლასის მოსწავლეები,კლასის
დამრიგებლები და მშობლები.
პროექტის ხანგრძლივობა:
2 კვირა-7 საათი
პროექტის დასაწყისი
და დასასრული:
ბიუჯეტი/რესურსები:
თაბახის ფურცლები,დაფა,ცარცი,ფოტოები,მიწის დასამუშავებელი ინვენტარი(ბარი,საფორცხელი)ყვავილების
თესლები,ყვავილების ნერგები.
პროექტის აქტუალურობა:
თანამედროვე სწავლება ითვალისწინებს მოსწავლეებში
როგორც ზოგადი საგანმანათლებლო უნარ-ჩვევების,ასევე პიროვნული და სოციალური უნარების
განვითარებას.აღნიშნული სოციალური პროექტი მოგვცემს იმის საშუალებას,რომ მოსწავლეებში
ჩამოყალიბდეს და ამასთანავე განმტკიცდეს მთელი რიგი ისეთი უნარ-ჩვევები. როგორიცაა
ბუნებისადმი სიყვარული,სილამაზის აღქმა,შრომითი საქმიანობა,თანამშრომლობა(როგორც მოსწავლეებთან
,ასევე მასწავლებლებთან და მშობლებთან),საზოგადოებრივი საკუთრებისადმი გულისხმიერი
დამოკიდებულება,კრეატიულობა,კონტროლი,თვითკონტროლი.აქედან გამომდინარე ჩემი აზრით ამ
პროექტის განხორციელება არის იმის წინაპირობა, რომ მოსწავლეებმა მოახდინონ შეძენილი
ცოდნის რეალიზება მათ გარშემო არსებულ სოციალურ გარემოში.(მაგალითად სოფლის რეალობიდან
გამომდინარე შეძლონ საკუთარ ეზოში ნარგავების მოვლა,ყვავილების სანერგეების შექმნა
და სხვა)
სტანდარტთან შესაბამისობა:
ს.გ.საბ1 მოსწავლემ
უნდა შეძლოს ნამუშევრის შექმნა თვითგამოხატვის მიზნის შესაბამისად,მრავალფეროვანი სტრატეგიების,მხატვრული
გამომხატველობითი ხერხების,სხვადასხვა მასალის და ტექნიკის გააზრებულად და შემოქმედებითად
გამოყენება
პროექტის მიზანი:
დავეხმაროთ მოსწავლეებს
ისეთი სოციალური უნარ-ჩვევების ამაღლებაში როგორიცაა თანამშრომლობა,სილამაზის აღქმა,გუნდური მუშაობა,ბუნებისადმი
სიყვარული,საზოგადოებრივი საკუთრებისადმი გულისხმიერება.სამუშაოს შესრულების დაგეგმვა,შემოქმედებითობა
პროექტის ამოცანები:
●პროექტის შინაარსის გაცნობა.
● მოსწავლეებისა დამშობლების ერთობლივი
შეხვედრა და შემდგომი აქტივობების დასახვა.
●არსებული
საქმიანობისათვის ლიტერატურის,ფოტო ვიდეო მასალის და საჭირო რესურსების მოძიება.
●ფოტოა
ლბომის შექნა .
● პროექტის პრეზენტაცია.
სამიზნე ჯგუფი:
VII VIII,IX კლასის მოსწავლეები.
ხელის შემშლელი
ფაქტორები: ●უამინდობა.
● შეიძლება არ მოვიდნენ მშობლები.
პროექტის მდგრადობა:
● სახლებიდან(არსებულის შემთხვევაში)მოიტანონ თესლეული,ყვავილების
ნერგები,საჭირო სამუშაო ინვენტარი.
● შეიქმნას საინიციატივო
ჯგუფი სხვა კლასის მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ.
●სხვა კლასის მოსწავლეებთან
და სკოლის მომსახურე პერსონალთან ერთად დაწეწსდეს მორიგეობა გრძელვადიანი დროით მწვანე
ზონების გასაკონტროლებლად(მორწყვისა და მცენარეთა დაცვის მიზნით
აქტივობა1.
15.05.2019წ.
წინასწარ შერჩეულ ოთახში მიმდინარე შეხვედრაზე მოსწავლეებს
ვაცნობ საპროექტო მიზნებს, მათთან ერთად შევადგენ სამოქმედო გეგამას, მოსწავლეებს დავყოფ
რამოდენიმე ჯგუფად შესაძლებლობის მიხედვით რათა მოახდინონ ცალკეულმა ჯგუფებმა ინფორმაციის
მოძიება აღნიშნულ თემაზე ,მოხდეს ინვენტარის და საჭირო ნედნეულის შეგროვება პრაქტიკულ
აქტივობებისათვი (რაც სოფლის პორობებში ადვილი მოსაპოვებელია).
კლასის დამრიგებელთან ერთად დავამყარებ უშუალო კომუნიკაციას
მშობლებთან,რათა ისინიც შეძლებისდაგვარად ჩაერთვნენ პროექტის მუშა პროცესში.
აქტივობა2.
18.05.2019წ.
ამ ეტაბზე მოსწავლებთან და მშობლებთან ერთად დავახარისხებ
და დაფაზე ჩამოვწერ მოპოვებულ ინვენტარს, თესლეულებს, სანერგე საშუალებებს, მოსწავლეებს
გავაცნობ ჩასატარებელი სამუშაოს სპეციფიკას,თავისებურებებს, უსართხოების წესებს.
მოხდება ინფორმაციის გაცვლა მოწვეულ მშობლებსა და აუდიტორიას
შორის, რის შემდეგაც დავათვალიერებთ, როგორც მწვანე ზონისთვის გამოყოფილ ტერიტორიას
ასევე არსებულ (9 აპრილის მემორიალთან) ფართობს სადაც უნდა ჩატარდეს შემდგომი სამუშაოებიი
ამინდის წინასწარი პროგნოზის გათვალისწინებით.
ამ ეტაპზე ხება პირველი შუალედური შეფასება.
აქტივობა3.
20.05.2019.წ.
მოსწავლეები წინასწარი შეთანხმემბით, მშობლების და მასწავლებლის
დახმარებით, გაინაწილებენ ფუნქციებს უნარების მიხედვით რის შემდეგაც დავიწყებთ ფიზიკურ
მუშაობას
ამ ეტაპზე მოვახდენთ მწვანე ზონისთვის გამოყოფილი ტერიტორიის
გაწმენდას, შემოფარგლას ქვის კონტურებით(მასალად გამოვიყენებთ სკოლის ტერიტორაზე არესებულ
ყოფილი კედლის ქვას,) პირველად გადაბელტვას, კულტივირებას და დამუშავებული მიწის გასუფთავებას
ქვა ღორღისაგან.
აქტივობა4.
22.05.2019წ.
აქტივობის ამ დღეს მოვახდენთ სკოლის ეზოში არესებული
9აპრილის ძეგლის (სადაც აღინიშნება 26 მაისი ღონისძიებაც) მწვანე ზონის განახლებას.მას
გავასფტავებთ ძველი ნარგავებისგან და წინა აქტივობის ანალოგიურად ჩავატარებთ მიწის
სამუშაოებს, კერძოდ; შემოვფარგლავთ ქვის კონტურებით წინასწარ მონიშნულ ტერიტორიას,
დავამუშავებთ და გავასუფთავებთ ქვა-ღორღისგან.
აქტივობა5
24.05.2019წ.
მოსწავლეთა ჯგუფებად ხელახლა დაყოფის შემდეგ, თითოეული
ჯგუფი მასწავლებლის კონტროლის ქვეშ შეასრულებს გარკვეული სახის საკულტივაციო და თესვით
სამუშაოებს, როგორიცაა მიწის სასუქით განაყოფიერება, საყვავილე ორმოების და კვლების
ამოღება, ყვავილების დარგვა, დათესვა და მორწყვით პროცესი.
აღნიშნული სამუშაოების ასახვა მოხდება ფოტო ვიდეო საშუალებებით.
ამ აქტივობისას მოხდება მეორე შუალედური მორიტორინგი
/შეფასება.
აქტივობა 6. 27.05.2019წ.
ეს აქტივობა შედგება ორი ეტაპისაგან.
. პირველი ეტაპი დაეთმობა შესრულებული სამოშაოებიდან
მიღებული შედეგის გამყარებას (უფრო კონქრეტულად
მის წინა პირობებს), რაც განპირობებულია იმით, რომ აღნუშნული მწვანე ზონების სრულ ყოფებისათვის
საჭიროა გარკვეული დროით მუდმივი მეთვალყურეობა, ორ-სამ დღეში ერთხელ მორწყვა, სარეველბისაგან
გასუფთავება, აქედან გამომდინარე ამ კონკრეტული საქმიანბისათვის უნდა შეიქმნას საინიციატივო
ჯგუფი, რომელიც სკოლის მოსწავლეებთან კომუნკაციის შემდეგ მასწავლებელთან ერთად შეადგენს
მორიგეობის სიას, სადაც შეყვანილი მოსწავლეეები თავისი სურვილის შესაბამისად გაუწევენ
მეთვალყულეობას აღნიშნულლ მწვანე ზონებს.
.მეორე ეტაპი დაეთმობა პროექტის მიმდინარეობისას გაკეთებულ
ჩანაწერების და ფოტო მასალის დახარისხებას, ფოტო აბლომის გაკეთებას.
აქტივობა 7.
29.05.2019წ.
აქტივობის ბოლო დღე დაეთმობა შესრულებული ფიზიკური სამუშაოს
და ფოტო მასალის პრეზენტაციას, რაც გამოიხატება იმაში რომ მოსწავლეებთან, დამრიგებლებთნ
და მოწვეულ მშობლებთან ერთობლიობით მოხდება ჩატარებული სამუშაოს დათვალიერება, შთაბეჭდილების
გაზიარება და კითხვარის შევსება.
ამავე დღეს შედგება მორიგეობის სია პროექტის გამყარების
მიზნით.
შეფასების კითხვარი
მოსწავლეთა
დაკვირვების ცხრილი
კრიტერიუმები
მცირედ საშუალოდ მთლიანად
მოსწავლეებს
საკუთარი
წვრილი
შეაქვთ
პროექტით
გათვალისწინებულ აქტივობებში
მოსწავლეები
თანამშრომლობენ
ერთმანეთთან
მოსწავლები არ აცდენენ პროექტის გათვალისწინებულ
შეხვედრებს
და
ცდილობენ
იყვნენ
მეგობრულნი
და
კორექტულები.
მოსწავლეთა შეფასების
ცხრილი
კრიტერიუმები
დიახ არა
ხალისით
ვმუშაობდი
პროექტის
აქტივობებზე.
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან.
გულახდილი
ვიყავი
დასმულ
შეკითხვებზე
პასუხისას.
სიამოვნებით
ვიმუშავებდი
კიდევ
მსგავს
პროექტებზე.
მასწავლებლის
თვითშეფასების კითხვარი
კრიტერიუმები დიახ არა
პროექტის დაგეგმისასგავითალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და
შესაძლებლობები
მოვახერხე პროექტში ყველა მოსწავლისდა მშობლის ჩართვა
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგს
შევძელი თუ არა პროექტის
მდგრადობისთვის წინაპირობის შექმნა
პროექტი დასრულდა გაწერილ დროში.
პროექტის მონაწილეთა კითხვარი
რას შეცვლიდი პროექტის გეგმაში -







No comments:
Post a Comment